სასუქით გამდიდრების პროგრამა ტრადიციული მეთოდით

თუ თქვენ შეგექმნათ პრობლემები ლურჯი მოცვისა და კამჩატკური ცხრატყავას სასუქით გამდიდრებასთან დაკავშირებით, მოგვწერეთ ჩვენ. ჩვენ მოგიმზადებთ რეკომენდაციებს სასუქზე წელიწადის ნებისმიერი დროისთვის. (ჩვენ გვაქვს სასუქი შეღავათიან ფასებში).

ამერიკული ლურჯი მოცვი

ამერიკული ლურჯი მოცვი საჭიროებს სპეციფიკურ პირობებს ნიადაგთან დაკავშირებით, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდება ბაღის სხვა კულტურებისგან. მისი ფესვების სისტემა კარგადაა დატოტვილი, თუმცა საკმაოდ ახლოსააა ნიადაგის ზედაპირთან. ფესვებს არ გააჩნიათ ბუსუსები – მათ ფუნქციას ასრულებენ ძალიან პატარა ფესვები.  მცენარე ძალიან მომთხოვნი არ არის სასუქისადმი, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მისი გამოკვება

სამწუხაროდ, ძალიან მარტივია სასუქის ზედმეტი დოზის მიწოდება, ამიტომ სასუქის დოზი განსაზღვრას წინ უნდა უძღოდეს მცენარეზე სისტემატიური დაკვირვება. აზოტის გადაჭარბებული დოზა იწვევს ყლორტების გაუთვალისწინებელ ზრდას (გვიან შემოდგომადეც კი), მაშინ როცა აზოტის საკმარისზე ნაკლები რაოდენობა აფერხებს მცენარის ზრდას, ნაყოფის ფორმირებას და იწვევს ფოთლების გარშემოწერილობის შემცირებას. კალიუმის დეფიციტის დროს ფოთლები იღებენ ყავისფერ ფერს, ხდება მათი შიგნით ჩაბრუნება, ახალგაზრდა ყლორტები კვდებიან, ასევე კალიუმის დეფიციტი ვლინდება ფოთლების ყუნწებისა და ფირფიტების  მელნისფერ შეფერილობაში

სუბსტრატი მოცვის მოსაშენებლად – ნიადაგის ანალიზი

ლურჯი მოცვის დარგვამდე აუცილებელია დეტალურად იქნეს შესწავლილი ნიადაგი. სასუქი მხოლოდ არასაკმარისი საკვები ნივთიერებების შესავსებად უნდა გამოიყენებოდეს. აუცილებელი კომპონენტების ნაკლებობის შემთხვევაში ისინი უნდა შეივსოს ნიადაგის მომზადებისას, საკვები ნივთიერებების როგორც დეფიციტი ასევე ზედმეტი რაოდენობა ურაყოფითად მოქმედებს მცენარეზე

ნიადაგის ნიმუშები ანალიზისთვის უნდა იქნას არჩეული ლურჯი მოცვის მოსაყვანად გამზადებული ნიადაგის მთელი ზედაპირიდან, ვიღებთ მათ დაახლოებით 20 სმ სიღრმიდან (რადგანაც მოცვის ფესვები ღრმად არ იზრდებიან). გრუნტის საერთო ნიმუში უნდა შედგებოდეს 10-15 სხვადასხვა მიწის ნიმუშისგან. ნიადაგის ანალიზი უნდა მოხდეს რეგიონალურ ქიმიურ ლაბორატორიაში. მხოლოდ ლაბორატორიაში შეგიძლიათ ზუსტად განსაზღვროთ ნიადაგის მჟავიანობა (pH), მარილიანობა და აზოტის, კალიუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის შემცველობა. კვირის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ მივიღოთ ნიადაგის დეტალური ანალიზი და რეკომენდაციები სასუქების შესახებ.

ნიადაგის მომზადება – სასუქის შეტანა დარგვამდე

ლურჯი მოცვის ბუჩქების დარგვისას აუცილებელია ვიზრუნოთ ნიადაგის სწორ ფიზიკურ თვისებებზე. მოცვი ყველაზე კარგად იზრდება კარგად გამტარ, ნოტიო, მჟავე ნიადაგზე(рН 3,8-4,8) ნეშომპალის მაღალი შემცველობით. მცენარე, რომელიც იზრდება ზედმეტად მაღალი рН-ს მქონე ნიადაგზე ხასიათდება პატარა სიმაღლით და ფოთლების ნაადრევი გაყვითლებით და ცვენით.

ჩვეულებრივ, ჩვენ არ გვაქვს ბაღში სრულყოფილი ნიადაგი მოცვისთვის, ამიტომ საჭიროა მისი მომზადება, ამისათვის უნდა ამოიღოთ 40 სმ სიღრმის და 60-80 სმ სიგანის ორმო და შეავსოთ იგი მჟავე ტორფის, წიწვოვანი ხეების ქერქისა(უმჯობესია ფიჭვის) და მსხვილი ქვიშის ნარევით(1: 1: 1 თანაფარდობა). თუ ნიადაგი ბაღში არის გამტარი, მაშინ საკმარისია მხოლოდ ტორფთან შერევა  (1: 1). თუ საჭიროა pH- ის შეცვლა, ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ის ნიადაგში კირის დამატებით ან შევამციროთ გოგირდის დამატებით (სულფირების პროცედურა უნდა ჩატარდეს მცენარის დარგვამდე მინიმუმ ერთ წელზე ადრე). ორგანული ნივთიერებებით გამდიდრებული ნიადაგი საშუალებას იძლევა მცენარეები კარგად გაიზარდონ მომატებული pH-ს პირობებშიც. ხშირად მჟავე ტორფის გამოყენება ეფექტურად ამცირებს ნიადაგში pH საჭირო დონემდე.

ლურჯი მოცვის სასუქით გამდიდრება დარგვის შემდეგ

ამერიკული ლურჯი მოცვი (გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ) არ არის ძალიან მომთხოვნი საკვებ დანამატებთან მიმართებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას სასუქი არ ესაჭიროება. მცენარეს აქვს კონკრეტული მოთხოვნები ნიადაგისთვის, და თუ გვინდა, რომ ლუქჯი მოცვი კარგად გაიზარდოს და ხარისხიანი ნაყოფი გამოიღოს, ჩვენ უნდა დავაკმაყოფილთ ისინი.

აზოტის სასუქები უნდა იქნას გამოყენებული სამი დოზით, მაისის დასაწყისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე. პირველი დოზა დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს ბუჩქების ყვავილობის შემდეგ (როგორც წესი, მაისის მეორე ნახევარში) ხოლო ბოლო დოზა ივნისის მეორე ნახევარში როდესაც ნაყოფის ძლიერი ზრდის პირველი ეტაპი მთავრდება. შემოდგომაზე უნდა გამოვიყენოთ ფოტშა, ფოსფატი და მაგნიუმის სასუქები.

სასუქის სავარაუდო დოზები მაღალი ლურჯი მოცვისთვის

სასუქის
კომპონენტი
დოზა
კგ/ჩ *
სასუქის ფორმა
აზოტი N30-50ამონიუმის სულფატი, ამონიუმის ნიტრატი, შარდოვანა
კალიუმი K2O50-75კალიუმის სულფატი, კალიუმის მარილი
ფოსფორი P2O530-60სუპერფოსფატი, ამონიუმის ფოსფატი
მაგნიუმი MgO20-80მაგნიუმის სულფატი

(შემუშავებულია MODR- ის რეკომენდაციების საფუძველზე, მალოპოლსკის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრი.)

* სასუქზე რეკომენდაციები მითითებულია კგ-ში ჰექტარზე, რათა ადვილად იყოს დათვლილი საჭირო რაოდენობა მაგალითად: 100 კგ/ჰ, 10 გრ/კვ.მ

გიწვევთ გაეცნოთ ამერიკული ლურჯი მოცვის სასუქით გამდიდრების პროგრამას

გადმოიწერეთ ლურჯი მოცვის სასუქით გამდიდრების პროგრამა:

სასუქით გამდიდრების პროგრამა

Print Friendly, PDF & Email

საიტის სანახავად მიიღეთ ქუქი-ფაილები/ By continuing to use the site, you agree to the use of cookies. მეტი ინფორმაცია/ more informations

ქალბატონებო და ბატონებო, იმისათვის, რომ მოგაწოდოთ მომსახურება მაღალ დონეზე, ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, როგორც ჩვენი ვებსაიტის ნაწილს. საიტის გამოყენება ქუქი-ფაილების პარამეტრების შეცვლის გარეშე ნიშნავს, რომ ისინი განთავსდება თქვენს საბოლოო მოწყობილობაზე. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, შეიტანოთ ცვლილებები ბრაუზერის პარამეტრებში. The cookie settings on this website are set to "allow cookies" to give you the best browsing experience possible. If you continue to use this website without changing your cookie settings or you click "Accept" below then you are consenting to this.

დახურვა / Close